logo_geo
მსახიობი ვერნ ტროიერი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

22 აპრილი. 2018. 11:52

 

 

მსახიობი ვერნ ტროიერი იგივე „მინი მე“ სერიალიდან AUSTIN POWERS 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

„ვერნი მებრძოლიც იყო, როცა საქმე მის პირად ბრძოლებს ეხებოდა. მთელი ამ წლების განმავლობაში ის იბრძოდა და იმარჯვებდა, იტანჯებოდა, იბრძოდა და იმარჯვებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მეტისმეტი იყო. დეპრესია და სუიციდი ძალიან სერიოზული საკითხებია. არასდროს იცი, რა ტიპის შინაგანი ბრძოლის გადატანა უწევს სხვას. იყავით კეთილები ერთმანეთის მიმართ“, - წერს ოჯახი.

 

მსახიობი 81 სმ სიმაღლის იყო, ამიტომ ჰოლივუდის ვარსკვლავი მსოფლიოს ყველაზე დაბალ ადამიანად იყო ცნობილი. აპრილის დასაწყისში, ტროიერი ალკოჰოლური პრობლემების გამო, ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო მოთავსებული.

 

ამ დროისთვის მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

 

big_banner
არქივი