logo_geo
იაპონიაში ვულკანი 250 წლის შემდეგ ამოქმედდა
- +

22 აპრილი. 2018. 12:05

 

 

250-წლიანი პაუზის შემდეგ, იაპონიაში ვულკანმა ამოხეთქა. კირიშიმას მთებზე ცაში ქვები და მუქი ფერის კვამლი იფრქვეოდა. მთის მასივები ტოკიოდან დაახლოებით 1 000 კილომეტრში, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებითაა განლაგებული.

 

რეგიონში რამდენიმე აქტიური ვულკანური პერიმეტრია, მაგრამ ამ ადგილზე ვულკანი ორ საუკუნეზე მეტია არ ამოქმედებულა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თეთრმა და ნაცრისფერმა კვამლმა კირიშიმას მთებში ბევრ ადგილზე ამოხეთქა.

 

დღეს, ვულკანი შედარებით ნაკლებად აქტიურია. თუმცა, ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ვულკანური ქვები და ფერფლი ჯერ კიდევ სახიფათოა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი