logo_geo
აშშ-ში ბიჭი, რომელსაც ზვიგენმა, დათვმა და გველმა უკბინა, გადარჩა
- +

22 აპრილი. 2018. 14:10

 

 

20 წლის ამერიკელი, დილან მაკუილიამსი ბოლო 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა მტაცებლების თავდასხმის მსხვერპლი გახდა, თუმცა ის გადარჩა. ამის შესახებ Foxnews წერს.

 

ბიჭი ამბობს, რომ სახლში იშვიათადაა და ძირითად დროს ლაშქრობას უთმობს.

 

მიუხედავად იმისა, რომ აშშ არ დაუტოვებია, ქვეყნის სხვადასხვა შტატებში ის ზვიგენმა, დათვმა და გველმა დაკბინა.

 

პირველად ის ზვიგენის მსხვერპლი გახდა, - ჰავაიზე.

 

შემდეგ, კოლორადოში, დათვი დაესხა თავს.

 

ბოლოს კი, იუტაში გველმაც უკბინა.

 

მიუხედავად შემთხვევებისა, ის თავს კარგად გრძნობს, რადგან ყოველ ჯერზე, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

 

„არ ვიცი, ძალიან იღბლიანი ვარ თუ ძალიან უიღბლო“, - ამბობს ბიჭი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი