logo_geo
ნიკარაგუაში ჟურნალისტი პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს
- +

22 აპრილი. 2018. 16:39

 

 

 

ნიკარაგუელი ჟურნალისტი, ანჯელ გაჰონა ანტისამთავრობო აქციის დროს, Facebook-ის პირდაპირ ეთერში მოვლენების გაშუქებისას მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

ნიკარაგუაში საპროტესტო აქცია საპენსიო რეფორმის გატარების დღესვე, 18 აპრილს დაიწყო. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა.

 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციის თანახმად დასაქმებულებისთვის საპენსიო შენატანები გაიზარდა, ხოლო დამსაქმებლებისთვის საერთო სარგებელი შემცირდა.

 

ნიკარაგუას მთავრობა დემონსტრანტებს სისხლისმღვრელი პროტესტის შეწყვეტას სთხოვს.

 

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის, ანუ დანიელ ორტეგას გაპრეზიდენტების შემდეგ ნიკარაგუაში ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციაა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი