logo_geo
მაიკლ ჯექსონის ფეხსაცმელი აუქციონზე გაიყიდება
- +

22 აპრილი. 2018. 16:44

 

 

 

ფესაცმელები, რომლითაც ცნობილმა მომღერალმა მაიკლ ჯექსონმა "მთვარის სიარული" პირველად შეასრულა, 26 მაისს აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას აუქციონის სახლი GWS Auctions ავრცელებს.

 

„Florsheim Imperial-ის ფირმის ტყავის შავი ფეხსაცმელი მაიკლ ჯექსონს Billie Jean-ის რეპეტიციის დროს ეცვა და სწორედ ამ ფეხსაცმლით შეასრულა სცენაზე თავისი ცნობილი „მთვარის სიარული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ფეხსაცმლის საწყისი ფასი 5 000 დოლარია. მასთან ერთად მყიდველი ცნობილი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის ლესტერ ვილსონის ავტოგრაფსაც მიიღებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯექსონმა მას ფეხსაცმელი რეპეტიციის შემდეგ აჩუქა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი