logo_geo
გოგონამ, რომელიც მოიტაცეს და გააუპატიურეს, იტალიელი ქალების ბედი სამუდამოდ შეცვალა...
- +

23 აპრილი. 2018. 03:56

 

 

1965 წლის დეკემბერში, სიცილიაში, ბანალური ამბავი მოხდა. 7 თანამზრახველთან ერთად, ჩვეულებრივმა ბიჭმა 18 წლის გოგონა გაიტაცა.

 

გოგონას დაკარგვას ოჯახში დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. იმდროინდელი იტალიური ტრადიციების მიხედვით, ეს ამბავი გოგონას გათხოვების წინაპირობად იქნა აღქმული. ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსიც კი გამტაცებლის სასარგებლოდ მუშაობდა. თუ გოგო გათხოვდებოდა იმ პიროვნებაზე, ვინც ის საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გაიტაცა და გააუპატიურა, სასამართლო ამართლებდა და არც გოგონას შებღალული პატიოსნება ილახებოდა.

 

ტრადიციული სოციალური კოდექსიდან გადახრა „ქორწილით რეაბილიტაციის“ გარეშე, „უპატივმოყვარეო ქალის“ სტატუსს ანიჭებდა გოგონას, რადგან მან ქალწულობა გათხოვების გარეშე დაკარგა.

 

ყველაფერი ტრადიციების მიხედვით გრძელდებოდა, სანამ ამ გოგონამ, სწორედ იმ 1965 წლის დეკემბერში, ფრანკა ვიოლამ, უარი არ თქვა გათხოვებაზე და იმდროინდელი სიცილიელი გოგონებისაგან განსხვავებით, პოლიციაში შეიტანა განცხადება გამტაცებლის და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ. სხვათა შორის, მას არც თავისი ვინაობის დამალვა უცდია.

 

ეს იყო პირველი შემთხვევა სიცილიის ისტორიაში, გაბედული გოგონასი, რომელიც ქალაქს, მის ტრადიციებს და საზოგადოებრივ აზრს დაუპირისპირდა. მას არც სკანდალების, შანტაჟის და მუქარის შეშინებია.

 

ერთი წლის შემდეგ ბიჭი მოტაცების და გაუპატიურების მუხლით გაასამართლეს. მას 10 წლით ციხე და 2 წლით გადასახლება მიესაჯა. დაუსჯელი არც თანამზრახველები დარჩნენ.

 

მას მერე ფრანკა ვიოლა იტალიელი ქალებისთვის სამაგალითოდ იქცა....

 

ფრანკა ჯერ კიდევ ცოცხალია. 1968 წლის 4 დეკემბერს ჯუზეპე რუისზე გათხოვდა. მათ ალკამოსში გააგრძელეს ცხოვრება და 3 შვილიც შეეძინათ.

 

მამაცი გოგონას ისტორიამ უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია და ქალთა ემანსიპაციის მოძრაობის ფლაგმანად იქცა. ამან სამუდამოდ შეცვალა იტალიელების დამოკიდებულება ქალთა სექსუალური ძალადობის, შანტაჟის, პატივმოყვარეობის და ქალწულობის დაკარგვის შიშის მიმართ.

 

1970 გამოვიდა ფილმი „ყველაზე ლამაზი ცოლი“, რომელიც ვიოლას ისტორიას ეფუძნება.

იტალიის პრეზიდენტის, 2014 წლის 13 თებერვლის განკარგულებით, ვიოლა დაჯილდოვდა უმაღლესი ოფიცრის ორდენით - „იტალიის რესპუბლიკისადმი დამსახურებისათვის“.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი