logo_geo
ირანი კრიპტოვალუტას კრძალავს
- +

23 აპრილი. 2018. 15:29

 

ირანმა კრიპტოვალუტა ოფიციალურად აკრძალა.

 

ირანული მედიის მიხედვით, ირანის ცენტრალურმა ბანკმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიზნით, ფინანსურ ტრანზაქციებში კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალა.

 

აკრძალვა ქვეყანაში მოქმედ ყველა მონეტარულ და ფინანსურ ცენტრს ეხება, როგორიცაა ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები და სავალუტო ბირჟები. მართალია, კრიპტოვალუტა ირანში ოფიციალურად დაშვებული არასდროს ყოფილა, მაგრამ მისი შოვნა არაოფიციალურ პარალელურ ბაზარზე შესაძლებელი იყო.

 

ანალიტიკოსების აზრით, ამ ნაბიჯით თეირანი სავალუტო ბაზრის გაკონტროლებასაც ცდილობს, რადგან თვის დასაწყისში ირანის ეროვნული ვალუტა რიალი ისტორიულ მინიმუმადე გაუფასურდა.

 

big_banner
არქივი