logo_geo
ტურისტებმა კოსმოსში მოგზაურობა შესაძლოა მიმდინარე წელს შეძლონ
- +

23 აპრილი. 2018. 21:22

 

Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის კოსმოსური კომპანია Blue Origin-მა შესაძლოა კოსმოსში ტურისტები უკვე მიმდინარე წელს გაუშვას. ამის შესახებ CNBC წერს.

 

ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა. ბობ სმიტმა განმარტა, რომ Blue Origin-ი მგზავრობისთვის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფაზე მუშაობს.

 

ჯეფ ბეზოსმა დეკემბერში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასახული იყო თუ როგორ მიფრინავს მანეკენი Blue Origin-ის ხომალდით კოსმოსში.

 

ხომალდი 6 ადამიანისთვის არის განკუთვნილი და მას დედამიწიდან 100 კილომეტრზე შეუძლია აფრენა.

 

ჯერ უცნობია რა ეღირება კოსმოსში მოგზაურობა, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბილეთის ფასი ერთ ადამიანზე 100-დან 200 ათას დოლარამდე იქნება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი