logo_geo
„Avicii-მ თავი მოიკლა!“ - შვედი მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია!
- +

27 აპრილი. 2018. 00:34

 

 

ცნობილმა შვედმა მუსიკოსმა Avicii-მ თავი მოიკლა. ამის შესახებ დიჯეის ნათესავებზე დაყრდნობით Sun-ი წერს.

 

გამოცემის ცნობით, მუსიკოსმა გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა.

 

ამავდროულად, Avicii-ს თაყვანისმცემლები დიჯეის გარდაცვალებაში მის მენეჯერს ადანაშაულებენ.

 

როგორც Sun-ი წერს, მუსიკოსი თავისი დაძაბული გრაფიკის გამო წუხდა და აცხადებდა, რომ მისი ჯგუფის წევრები მას გასტროლებზე სიარულს აიძულებდნენ.

 

ტიმ ბერგლინგი, იგივე ავიჩი (Avicii) ომანის დედაქალაქ მასკატში, 20 აპრილს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი