logo_geo
გვინეის ექს-პრეზიდენტის ვაჟი და მისი მეუღლე მონათმფლობელობის ბრალდებით დააკავეს
- +

28 აპრილი. 2018. 11:59

 

 

 

ტეხასის შტატის პოლიციამ გვინეის ექს-პრეზიდენტის აჰმედ სეკუ ტურეს ვაჟი მონათმფლობელობის ბრალდებით დააკავა.

 

გვინეის ექს-პრეზიდენტის ვაჟს მუჰამედ ტურესა და მის მეუღლეს დენიზ კროს-ტურეს 16 წლის მანძილზე გოგონა დატყვევებული ჰყავდათ. მათ გოგონა გვინეიდან აშშ-ში 2000 წელს, 5 წლის ასაკში ჩაიყვანეს. რამდენიმე წელიწადში გოგონას სახლში მუშაობა და ტურეს შვილებზე ზრუნვა დაევალა, მას სცემდნენ და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ. გარდა ამისა, ტურე და მისი მეუღლე გოგონას სკოლაში სიარულს უკრძალავდნენ, სახლში კი გოგონას 16 წლის განმავლობაში იატაკზე ეძინა.

 

გოგონა ტურეს სახლიდან 2016 წელს, მეზობლების დახმარებით გაიქცა. ახლა გვინეის ექს-პრეზიდენტის ვაჟს და მის მეუღლეს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

 

 

 

big_banner
არქივი