logo_geo
აშშ და ევროპა მარსიდან ნიმუშების ჩამოტანას აპირებენ
- +

28 აპრილი. 2018. 16:13

 

 

 

ამერიკული და ევროპული კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველოები მარსზე მორიგ მისიას ერთობლივი ძალებით განახორციელებენ, რათა პლანეტიდან ნიმუშები აიღონ. ამის შესახებ BBC წერს.

 

საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) და ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (EPA) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

ამის შესახებ ბერლინში მიმდინარე კონფერენციისას გახდა ცნობილი.

 

პროექტი მეცნიერებს საშუალებას მისცემს, პლანეტის განვითარების შესახებ დაგროვილ კითხვებს პასუხი გასცენ.

 

ბერლინის კონფერენციის მონაწილეები განმარტავენ, რომ მარსზე მომდევნო მისიის ფარგლებში ადამიანები არ გაემგზავრებიან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი