logo_geo
ნიკოლ ფაშინიანმა აქციების ახალი ტალღა დააანონსა
- +

28 აპრილი. 2018. 19:55

 

 

 

სომეხმა ოპოზიციონერმა ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს აქციების განახლებისკენ მოუწოდა. ქალაქ იჯევანში მიტინგის დროს, მან 29 აპრილს აქციების ახალი ტალღა დააანონსა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

 

„სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები უნდა განახლდეს. ხალხის გამარჯვება გარანტირებული უნდა იყოს“,  - განაცხადა ფაშინიანმა.

 

ერევანში საპროტესტო აქციების მეთექვსმეტე დღეა. ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ. სარგსიანის ნაცვლად პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი კარენ კარაპეტიანი ასრულებს.

big_banner
არქივი