logo_geo
„ძალიან დაკავებული ვარ!“ - დონალდ ტრამპმა მეუღლეს დაბადების დღეზე არაფერი აჩუქა!
- +

29 აპრილი. 2018. 21:20

 

 

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, Fox News-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი ცოლის, მელანიას დაბადების დღეზე ძალიან დაკავებული იყო და მისთვის საჩუქარი არ მიურთმევია.

 

„ამაზე ჯობს არ ვილაპარაკო, შეიძლება შარში გავეხვე. ბევრი არაფერი, ლამაზი მისალოცი ბარათი და ლამაზი ყვავილები ვაჩუქე“, - უპასუხა მან სიცილით კითხვას, რა აჩუქა მელანიას დაბადების დღეზე.

 

26 აპრილს, ამერიკის პირველი ლედი, მელანია ტრამპი, 48 წლის გახდა.

 

„იცით, ძალიან დაკავებული ვარ, რომ საჩუქრებზე ვირბინო, ხომ ხვდებით?“ - თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აშშ-ს პირველმა ლედიმ საფრანგეთის პირველი ოჯახის სტუმრობისას სამზადისს თავი მშვენივრად გაართვა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი