logo_geo
ქაბულში მომხდარი აფეთქების დროს რამდენიმე ჟურნალისტი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა
- +

30 აპრილი. 2018. 10:25

 

 

ქაბულში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. დაღუპულთა შორის არის ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს „ფრანს პრესის“ ჟურნალისტი შაჰ მარაი. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ასევე არიან: TOLOnews-ის, 1TV-ის, Al Jazeera-სა და მედიის სხვა წარმომადგენლები.

 

აფეთქებები ავღანეთის დედაქალაქში დღეს დილით მოხდა. პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოახდინა, რომელიც მოტოციკლზე იჯდა.

 

გარდა ამისა, გზაზე ნაღმი აფეთქდა ნანგარჰარის პროვინციაში. ტელეარხ Tolo News-ის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არის ოლქის გუბერნატორიც.

 

 

big_banner
არქივი