logo_geo
როგორ გამოიყურება ალ კაპონეს ყოფილი სახლი მაიამიში, რომელიც 14,9 მლნ დოლარად იყიდება
- +

4 მაისი. 2018. 22:16

 

ამერიკის ყველაზე ცნობილმა განგსტერმა ეს ვილა 1928 წელს შეიძინა - მის დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, რამაც „ალ კაპონეს ერას“ ბოლო მოუღო. ალ კაპონემ 200 ათასი დოლარი დახარჯა, რათა გაეძლიერებინა დაცვა, ააშენა ორმეტრიანი ღობე, დაამონტაჟა პროჟექტორები, ასევე ააშენა პატარა სახლი და ხელოვნური მღვიმე.

 

ამ სამოთხით ტკბობა ალ კაპონემ მხოლოდ ცოტა ხნით შეძლო: 1931 წელს მას გადასახადების გადაუხდელობისთვის 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საიდანაც სიფილისით სასიკვდილოდ დაავადებული გამოვიდა და სრულიად დაკარგული ჰქონდა კრიმინალურ სამყაროზე გავლენა. 1947 წელს ალ კაპონეს გული გაუჩერდა, 5 წლის შემდეგ კი მისმა ქვრივმა მეიმ ეს სახლი გაყიდა.

 

ვილა 1922 წელს აშენდა. ის პალმ-აილანდზე მდებარეობს და საკუთარი 30 მეტრიანი პლაჟი აქვს. მთავარ სახლს აქვს 4 საძინებელი და 3,5 სააბაზანო ოთახი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი