logo_geo
რამდენ ჟურნალისტს კლავენ და აპატიმრებენ მსოფლიოში ყოველწლიურად!
- +

5 მაისი. 2018. 00:02

 

3 მაისს მსოფლიომ თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, გაიზარდა. 1990 წლიდან მსოფლიოში მთლიანობაში 2500-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ, 30 აპრილს ავღანეთში ორი თავდასხმის შედეგად მედიის 10 წარმომადგენელი მოკლეს, მათ შორის BBC-ს ჟურნალისტი და სააგენტო AFP-ს ფოტოკორესპონდენტი. ეს დღე ამ კვირაში ყველაზე მომაკვდინებელი აღმოჩნდა პრესის თანამშრომლებისათვის. BBC შეეცადა გაერკვია, გახდა თუ არა ჟურნალისტის პროფესია უფრო საშიში.

 

მოკლული ჟურნალისტების სტატისტიკა

 

ჟურნალისტების უფლებების დამცველი ორგანიზაციები თვალს ადევნებენ მედიის მოკლული, მოტაცებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული თანამშრომლების რაოდენობას 1990-იანი წლებიდან. ჟურნალისტების გარდა ისინი აკვირდებიან მედიის სხვა თანამშრომლების - მთარგმნელების, რედაქტორების და მძღოლების ბედსაც. ისინი თვალს ადევნებენ სიკვდილის რომელი ფაქტები იყო შემთხვევითი, რამდენი ჟურნალისტი დაიღუპა მიზანმიმართული თავდასხმებისაგან და რამდენი ასრულებდა დაღუპვის მომენტში სახიფათო დავალებას.

 

2017 წელს 82 ჟურნალისტი მოკლეს. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 1990-იან და 2000-იან წლებში თითოეული წლის შედეგებით საერთო ციფრი 100 ადამიანს არ აჭარბებდა.

 

1990-იანების დასაწყისიდან შუა წლებამდე ციფრი გაიზარდა სამოქალაქო ომების გამო ალჟირში, ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში. ამას მოჰყვა სტაბილური ზრდა 2003 წელს ერაყში ომის დაწყებით. ყველაზე მაღალი მაჩევენებელი (155 დაღუპული ჟურნალისტი) იყო 2006 წელს. 2007 წელს ეს ციფრი 135-მდე დაეცა.

 

1990-2017 წლებში დაღუპული ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების რაოდენობა  (ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სტატისტიკა)

 

1990 - 40

1991 - 75

1992 - 65

1993 - 93

1994 - 121

1995 - 77

1996 - 60

1997 - 48

1998 - 37

1999 - 67

2000 - 37

2001 - 100

2002 - 70

2003 - 92

2004 - 129

2005 - 80

2006 - 155

2007 - 135

2008 - 85

2009 - 113

2010 - 94

2011 - 101

2012 - 121

2013 - 105

2014 - 118

2015 - 112

2016 - 122

2017 - 82

2018 - 32

 

ანალიტიკოსების თქმით, შარშანდელი წლის შედარებით დაბალი მაჩვენებელი სიმშვიდის საბაბი არ არის, რადგან ჟურნალისტების დაღუპვის მიზეზები შეიცვალა. სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ გავრცელების გამო, ჟურნალისტებს თავს ესხმიან მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ჟურნალისტები არიან. უცხოელი ჟურნალისტების გატაცების და მკვლელობის ტალღის გამო, რომელიც 2012 წელს გაჩნდა, საინფორმაციო ორგანიზაციების პოლიტიკა შეცვალა. ისინი „ცხელ წერტილებში“ ნაკლებ ჟურნალისტს გზავნიან. დღეს მოკლული ჟურნალისტების დიდი წილი ადგილობრივ ჟურნალისტებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებზე მოდის.

 

ყველაზე საშიში ქვეყნები ჟურნალისტებისათვის

 

2017 წელს დაღუპული ჟურნალისტების უმრავლესობა მოკლულია იმიტომ, რომ ისინი ანტკიკორუფციულ ან კრიმინალურ ფაქტებს იძიებდნენ. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ ბოლო ექვსი წელი იყო უკიდურესად სახიფათო დრო ჟურნალისტებისათვის და ყველაზე საშიშ ადგილებად ასახელებენ ფილიპინებს, რუსეთს და მექსიკას. ეს უკანასკნელი შარშანდელი წლის მონაცემებით ჟურნალისტებისათვის ყველაზე სახიფათო ქვეყანაა.

 

1990-2017 წელს დაღუპული ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით (ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სტატისტიკა)

 

ერაყი - 335

ფილიპინები - 153

მექსიკა - 144

პაკისტანი - 124

რუსეთი - 110

ალჟირი - 106

ინდოეთი - 106

სირია - 83

სომალი - 81

ავღანეთი - 70

ბრაზილია - 65

კოლუმბია - 56

რუანდა - 51

იუგოსლავია - 48

 

მექსიკასა და ავღანეთში შეიარაღებული დაჯგუფებების მიზნები შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ ხშირად ისინი ჟურნალისტების გასაჩუმებლად ანალოგიურ მეთოდებს იყენებენ. უფლებადამცველების თქმით, ახლახან მალტასა და სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტების მკვლელობას დიდი რეზონანსი მოჰყვა, მაგრამ ეს დიდი სურათის მხოლოდ ნაწილია. ზოგჯერ მსროლელს ან მკვლელს აპატიმრებენ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მთავარი მკვლელი ანუ დანაშაულის შემკვეთი დაუსჯელი რჩება.

 

დაპატიმრებული ჟურნალისტების სტატისტიკა

 

მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა მნიშვნელოვანია მაჩევენებელია, რომლითაც მედიის წარმომადგენლებისთვის წინაშე არსებული საფრთხე იზომება, მაგრამ ის ერთადერთი არ არის. 2017 წელს დააპატიმრეს 262 ჟურნალისტი.

 

დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობა წლების მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით (ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის სტატისტიკა)

 

2000 - 81

2001 - 118

2002 - 139

2003 - 138

2004 - 122

2005 - 125

2006 - 134

2007 - 127

2008 - 125

2009 - 136

2010 - 145

2011 - 179

2012 - 232

2013 - 211

2014 - 221

2015 - 159

2016 - 259

2017 - 262

 

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს ყველაზე მაღალი ციფრია ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამასთან მონაცემები 2017 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, შესაბამისად რეალური ციფრი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. პროფესიული საქმიანობისთვის ჟურნალისტების დაპატიმრების მხრივ ლიდერი ქვეყნები არიან თურქეთი (73), ჩინეთი (41), ეგვიპტე (20).

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი