logo_geo
ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ჰავაის კუნძულებზე მიწისძვრა მოხდა
- +

5 მაისი. 2018. 12:21

 

 

ჰავაის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 

 

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 6,9 მაგნიტუდას შეადგენდა.

 

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა.

 

შეგახსენებთ, რომ ჰავაის კუნძულებზე ვულკანი „კილაუეა“ რამდენიმე დღის წინ გააქტიურდა. მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

 

big_banner
არქივი