logo_geo
რუსეთში პუტინის საწინააღმდეგო აქციაზე 12 წლის ბავშვი დააკავეს
- +

5 მაისი. 2018. 22:30

რუსეთის ქალაქ სარატოვში პოლიციელებმა 12 წლის ბიჭის მამას მშობლის ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით ადმინისტრაციული ოქმი შეუდგინეს. ბიჭი ქალაქში „ის ჩემი მეფე არ არის“ აქციას ესწრებოდა, რომელსაც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ხელმძღვანელობდა.

 

12 წლის ბიჭი პოლიციელებმა დააკავეს, თუმცა მამასთან ერთად მალევე გაუშვეს.

 

ბოლო ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე - „ის ჩემი მეფე არ არის“, მთელი რუსეთის მასშტაბით 1300-მდე ადამიანი დააკვეს. ამათგან, 600-მდე ადამიანი მოსკოვში და 112 სანქტ-პეტერბურგში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი