logo_geo
საბერძნეთში 25 მილიონი ევროს ღირებულების კიბოს წამალი მოიპარეს
- +

6 მაისი. 2018. 13:43

 

საბერძნეთის პოლიციამ გამოავლინა ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც საავადმყოფოებიდან გაიტაცეს კიბოს პრეპარატები და სხვა ევროპულ ქვეყნებს გადაჰქონდათ. ამის შესახებ BBC წერს.

 

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ექიმები და ექთნები არიან. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ეჭვმიტანილები არიან ნარკოტიკების მოპოვების მიზნით ყალბი რეცეპტების გაცემაში. მედიკამენტებს იტალიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში საწყობებში აგზავნიდნენ.

 

სამართალდამცავების განცხადებით, ეს ჯგუფი 2013 წლიდან მოქმედებდა. ქვეყნის გარეთ, 25 მილიონი ევროს ღირებულების მედიკამენტები გაიგზავნა. სახელმწიფოსთვის სავარაუდო ზიანი 13.7 მილიონ ევროს შეადგენს. პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული 22-დან 70 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი