logo_geo
ავღანეთში მეჩეთთან აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 33-ზე მეტი დაიჭრა
- +

6 მაისი. 2018. 17:48

 

 

ავღანეთში, ხოსტის პროვინციაში მდებარე მეჩეთთან აფეთქებას სულ ცოტა 12 ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაიჭრა. მეჩეთი, ასევე, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრის ფუნქციასაც ითავსებდა.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ამის მიუხედავად ცნობილია, რომ თალიბანიც და ისლამური სახელმწიფოც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინააღმდეგნი არიან და წარსულში არაერთხელ დასხმიან თავს საარჩევნო უბნებსა თუ რეგისტრაციის ცენტრებს.

 

Associated Press-ის ცნობით, ბოლო თვის განმავლობაში ხმის მისაცემ უბნებზე ტერაქტებს ქაბულში 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 130-ზე მეტი კი დაიჭრა.

 

 

big_banner
არქივი