logo_geo
რუსეთის მთავრობა გადადგა
- +

7 მაისი. 2018. 15:14

 

 

რუსეთის მთავრობა გადადგა. უფლებამოსილების ჩამორთმევის შესახებ პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლების წევრებმა ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის შემდეგ გამოაცხადეს.

 

რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობა ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ უნდა გადადგეს. უახლოეს დროში, პუტინი პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს დანიშნავს, ხოლო დუმა გადაწყვეტილებას დაადასტურებს.

 

ვლადიმირ პუტინი უკვე მეოთხედ გახდა რუსეთის პრეზიდენტი. ქვეყანას ის მომავალი 6 წლის განმავლობაში ჩაუდგება სათავეში.

 

2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართა. ვლადიმირ პუტინმა ხმების 76,66 % მიიღო (56 მილიონზე მეტი).

 

 

 

big_banner
არქივი