logo_geo
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ კვლავ შეგვიძლია სირიაზე ახალი დარტყმები მივიტანოთ
- +

8 მაისი. 2018. 12:38

 

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორანს პარლიმ რადიოსადგურ RTL-ის ეთერში განაცხადა, რომ საფრანგეთს კვლავ შეუძლია სირიაზე ახალი დარტყმები მიიტანოს თუ ადგილი ექნება ქიმიური იარაღის გამოყენებას.

 

„სირიაზე დატყმების განხორციელების მიზანი იყო ბაშარ ასადისთვის ხელი შეგვეშალა, რათა ქიმიური თავდასხმა კვლავ არ განეხორციელებინა. თუ ქიმიური იარაღი კვლავ იქნება გამოყენებული, ჩვენ განმეორებითი დარტყმის შესაძლებლობას განვიხილავთ.

14 აპრილს განხორციელებული დარტყმა გამაფრთხილებელი იყო. ვინაიდან სირიაში წითელი ხაზები გადაკვეთეს ქიმიური იარაღის გამოყენებით, შესაბამისი რეაგირება უნდა მოგვეხდინა. ვერ დავუშვებთ ქიმიური იარაღის გამოყენებას, ვინაიდან ეს აკრძალული იარაღია, რომლის წინააღმდეგაც უნდა ვიბრძოლოთ“, - განაცხადა ფლორანს პარლიმ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი