logo_geo
გერმანიის ქალაქებში ნარკოდილერების წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა
- +

8 მაისი. 2018. 14:53

 

ბონსა და კელნში, ასევე მათ მიმდებარე ქალაქებში გერმანიის პოლიციამ ნარკოდილერების წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა. როგორც „დოიტჩე ველე“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, მასშტაბურ ოპერაციაში 300-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა. მათ 30-მდე ბინა გაჩხრიკეს. დაპატიმრებულია 11 ადამიანი, რომელთა დაკავების ორდერი მანამდე იყო გაცემული. მათ გარდა, დაკავებული არიან სხვა პირებიც.

 

ოპერაცია, რომელშიც ვერტმფრენიც იყო ჩართული, რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა და ​ნარკოდილერთა დაჯგუფების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც მარიხუანითა და სხვა ნარკოტიკებით, მათ შორის კოკაინით ვაჭრობდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი