logo_geo
დონალდ ტრამპი: აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გადის
- +

9 მაისი. 2018. 10:36

 

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთული შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

 

ირანის ბირთვული პროგრამის გაყინვის შესახებ შეთანხმება 2015 წელს შედგა. ამას წინ მისი ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა აშშ-სთან, რუსეთთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან. 2016 წელს ირანს საერთაშორისო სანქციების ნაწილი მოუხსნეს.

 

ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ამ შეთანხმების გამო აკრიტიკებდა და მას აშშ-ს ინტერესების საზიანოს უწოდებდა.

 

ცნობილია, რომ ტრამპის გადაწყვეტილების მიუხედავად, საფრანგეთი და გერმანია შეთანხმებაში დარჩებიან.

 

ირანთან შეთანხმების შეწყვეტას, ან შეცვლას ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელიც დღეს არსებულ ვარიანტს უალტერნატივოს უწოდებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი