კიევში Россотрудничества-ს ოფისის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ. კონსტანტინ ვორობიოვს უცნობი პირები მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც ის მარადიული ცეცხლისკენ მიემართებოდა. დიპლომატს სახეში ბრილიანტის მწვანე შეასხეს. ვორობიოვის თქმით, თავდამსხმელები მას მოკვლითაც ემუქრებოდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დიპლომატი ირწმუნება, რომ მას თავს რადიკალური ორგანიზაცია Сич-ის წევრები დაესხნენ. ორგანიზაციის აქტივისტებმა თებერვალში რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი რამდენჯერმე დაარბიეს.
დღევანდელი ინციდენტის გამო რუსეთის საელჩო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტას გადასცემს.