logo_geo
National Geographic-ის სტატიაში ღვინის უძველეს კულტურად სომხეთია დასახელებული
- +

9 მაისი. 2018. 21:11

 

 

National Geographic-მა 4 მაისს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერს, რომ სომხეთის ერთ-ერთ სოფელში, ღვინის უძველესი მარანი აღმოაჩინეს. „სავარაუდოდ უძველესი მეღვინეები იქ საქმიანობდნენ, სადაც ასევე უძველესი ტყავის ფეხსაცმელია აღმოჩენილი“, - წერს National Geographic-ი სომხეთის შესახებ.

 

გამოცემის ცნობით, აღმოჩენა სოფელ არენის მახლობლად გაკეთდა, იქ სადაც მანამდე 5500 წლით დათარიღებული ტყავით შეკერილი ფეხსაცმელი იპოვეს. ამ ადგილზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ღვინის საწური, ღვინის ფერმენტაციისა და შენახვისთვის განკუთვნილი ქვევრები, ჭიქები, ყურძნის გამომშრალი თესლები.

 

ამავე სტატიაში არქეოლოგი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან გრეგორი არეშიანი ამბობს, რომ მათ ღვინის წარმოების უძველეს კვალს მიაგნეს.

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ნოემბერში მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ  საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად, ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე. აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“. სტატიაში საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.

 

ამ თემის შესახებ არაერთი სტატია დაიბეჭდა დასავლურ მედიაში. საქართველოში ღვინის უძველესი კულტურის აღმოჩნეაზე სტატია გასული წლის ნოემბერში National Geographic-მაც დაწერა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი