logo_geo
„ერმა თაყვანი ბებიაჩემს უნდა სცეს“ -კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეაში ქრისტეშობის აღნიშვნა აკრძალა
- +

29 დეკემბერი. 2016. 20:17


 


International Business Times- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქრისტეშობის აღნიშვნა აკრძალა.


კიმ ჩენ ინის განმარტებით, ჩრდილოეთ კორეაში ქრისტეშობის აღნიშნა და იესო ქრისტეს ხსენება იმის გამო აიკრძალა, რომ „მოსახლეობამ თაყვანი მის ბებიას სცეს".


„ერმა ამ დღეს იესოს დაბადება უნდა დაივიწყოს და თაყვანი ბებიაჩემ კიმ ჩენ სუკს სცეს", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.


კიმ ჩენ ინის ბებია ჩენ სუკი 1919 წელს, სწორედ შობის დღესასწაულზე დაიბადა და 1949 წელს, გარდაიცვალა. ის ჩრდილოეთ კორეის „რევოლუციის დედად" მიიჩნევა.



 

big_banner
არქივი