logo_geo
დონალდსა და მელანიას შორის ურთიერთობა დათბა
- +

12 მაისი. 2018. 02:57

 

 

ურთიერთობაში კრიზისის არსებობის შესახებ ხმების მიუხედავად, წყვილი ერთად შესანიშნავად ატარებდა დროს.

 

დონალდმა და მელანიამ სამხედროების დედებისა და მეუღლეების პატივსაცემად გამართულ საღამოს ეწვივნენ. რასაკვირველია, მათი ერთად გამოჩენა კვლავაც განხილვის თემად იქცა.

 

თავდაპირველად სიტყვა პრეზიდენტმა წარმოთქვა, მოგვიანებით კი მელანიამ მისი მხარდამჭერი გამოსვლით გააგრძელა მონოლოგი.

 

პირველი ლედი მუქ ლურჯ კაბასა და პიჯაკში გამოეწყო, რომელსაც წელზე ტყავის სქელი ქამარი ამშვენებდა. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ წყვილს შორის ყველაფერი რიგზე ვერ არის, დონალდსა და მელანიას არ ერიდებოდათ ნაზი გრძნობების გამოხატვა და ერთმანეთის გვერდიგვერდ სიამოვნებით პოზირებდნენ კამერების წინ.

 

რამდენიმე საათის შემდეგ კი წყვილი ავიაბაზისკენ ჩრდილოეთ-კორეიდან დაბრუნებული ამერიკელი მოქალაქეების დასახვედრად გაემართა, შეხვედრისთვის მელანიამ შავ-თეთრი კოსტუმი და შარვალი შეარჩია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი