logo_geo
მელანია ტრამპს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
- +

15 მაისი. 2018. 10:24

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თირკმელების ოპერაცია, რომელიც მის მეუღლეს მელანია ტრამპს ჩაუტარდა, წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ იგი თავის „ტვიტერზე“ წერს.

 

„პროცედურამ წარმატებით ჩაიარა, მელანია კარგ განწყობაზეა. დიდი მადლობა ყველა კეთილმოსურნეს!“ - წერს ტრამპი.

 

როგორც ABC News-ი იტყობინება, ტრამპი მეუღლესთან, რომელიც მერილენდის ნაციონალურ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში იმყოფება, თეთრი სახლიდან ვერტმფრენის მეშვეობით ჩაფრინდა. სამედიცინო ცენტრში მან საათზე ცოტა მეტი დრო დაჰყო. შემდეგ კი, უამინდობის გამო, ვერტმფრენის ნაცვლად ლიმუზინით გაემგზავრა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი