logo_geo
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური „რია ნოვოსტი - უკრაინას“ ოფისში ჩხრეკას ატარებს
- +

15 მაისი. 2018. 12:42

 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკრაინაში მედიასტრუქტურების ქსელია გამოვლენილი, რომელსაც მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომისთვის იყენებდა.

 

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი მედიასტრუქტურების ქსელი გამოავლინეს. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მათ აგრესორი ქვეყანა იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული საინფორმაციო ომის ფარგლებში“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ.

 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჩხრეკას ატარებს „რია ნოვოსტი - უკრაინას“ ოფისში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი