logo_geo
ვლადიმირ პუტინი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შეთანხმებები ძალაში შევიდეს
- +

30 დეკემბერი. 2016. 03:20


 


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სირიის მთავრობა და შეიარაღებული ოპოზიცია ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნაზე შეთანხმდნენ.


სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის  3 დოკუმენტი გაფორმდა. პირველი ესაა სირია-არაბეთის რესბუბლიკებში, სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მეორე - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის მექანიზმი და მესამეა მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების დოკუმენტი",  - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.


პუტინის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შეთანხმებები ძალაში შევიდეს.


წინა კვირას, მოსკოვში, რუსეთის, ირანისა და თურქეთის მაღალჩინოსნებმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მათ გამოთქვეს მზაობა, სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შემთხვევაში, გარანტორები იყვნენ.


 

big_banner
არქივი