logo_geo
Facebook-მა 200-მდე საეჭვო აპლიკაცია წაშალა
- +

15 მაისი. 2018. 21:25

 

 

ბოლო პერიოდში ათასობით განხილული აპლიკაციიდან Facebook-მა დაახლოებით 200 მათგანი წაშალა. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს

 

მარტში დაწყებული სკანდალის შემდეგ Facebook-მა განაცხადა, რომ ამ საკითხს დეტალურად შეისწავლიდა. სწორედ ამიტომ ცუკერბერგის კომპანიაში აუდიტი 21 მარტს დაიწყო. 

 

Facebook-ში ამბობენ, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე მუშაობა გრძელდება. კომპანიაში დამატებითი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ. 

 

Facebook-ისგან ეს ნაბიჯი Cambridge Analytica-სთან მოდის ურთიერთკავშირში. საუბარია მობილურის აპლიკაცია This is your digital life ("ეს არის შენი ციფრული ცხოვრება), რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორმა ალექსანდრ კოგანმა შექმნა და რომლიდანაც მიღებული ინფორმაცია 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ეფექტიანი პოლიტიკური რეკლამის შესაქმნელად გამოიყენეს. ამ მასალების თანახმად, კომპანიამ უკანონოდ მიიღო Facebook-ის 87 მილიონ მომხმარებელზე მონაცემები. 

 

18 მარტს მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა მარა ჰელეიმ Facebook-ისა და კომპანია Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

 

აპრილში გახდა ცნობილი, რომ Cambridge Analytica-ზე პერსონალური მონაცემები Twitter-მაც გაყიდა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი მიკრობლოგმა მომხმარებელს პაროლების შეცვლა ურჩია

 

 

 

big_banner
არქივი