logo_geo
ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ჰაერი მოიწამლა
- +

16 მაისი. 2018. 00:58

 

 

ჰავაიზე ვულკან კილაუეას ამოფრქვევის შემდეგ ნიადაგზე გიგანტური ნაპრალები გაჩნდა, საიდანაც, დედამიწის სიღრმიდან სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება ჰაერში ვრცელდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

ოფიციალური უწყებების ცნობით, გოგირდის დიოქსიდის გავრცელების გამო მოსახლეობა სუნთქვის გაძნელებას უჩივის.

 

ხელისუფლება ადგილობრივებს მოუწოდებს, დატოვონ ტერიტორია და მიმართონ საავადმყოფოებს.

 

ვულკანი ჰავაიზე 4 მაისს ამოიფრქვა, რასაც 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. სტიქიის გამო 2000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი