logo_geo
ავღანეთში თალიბანის 300-მდე მებრძოლი გაანადგურეს
- +

16 მაისი. 2018. 13:24

 

ავღანეთის სამხედრო ძალებმა ქვეყნის დასავლეთით „თალიბანის“ 300-მდე წევრი გაანადგურეს.

 

აღნიშნულ ინფორმაციას ფარაჰის პროვინციის გუბერნატორზე, აბდულა ბასირ სალანგიზე დაყრდნობით ვრცელდება.

 

ავღანეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ოპერაციის დროს 15 სამხედრო და 10 პოლიციელი დაიღუპა.

 

ბოლო დროს, ავღანეთში თავდასხმებმა იმატა, ამასთან ტერორისტები ძირითადად სახელმწიფო ძალებს უტევენ.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი