logo_geo
ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ტომ ვულფი გარდაიცვალა
- +

16 მაისი. 2018. 15:21

 

ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ტომ ვულფი ნიუ-იორკის საავადმყოფოში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი მის აგენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

თომას კენერლი „ტომ“ ვულფი 1931 წლის 2 მარტს, რიჩმონდში დაიბადა. იგი ამერიკელი ჟურნალისტი, მწერალი და ამერიკულ ჟურნალისტიკაში მიმდინარეობა „ახალი ჟურნალიზმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

 

ვულფმა დაამთავრა ვაშინგტონისა და ლის უნივერსიტეტი. მას 1957 წელს დოქტორის ხარისხი მიენიჭა იელის უნივერსიტეტში ამერიკანისტიკის სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა რეპორტიორად გაზეთებში „სპრინგფილდ იუნიონი“, „ვაშინგტონ-პოსტი“, „ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბიუნი“, ასევე წერდა ჟურნალებისთვის „ნიუ-იორკ მეგეზინი“, „ესქუაირი“ და „ჰარპერსი“.

 

 

big_banner
არქივი