logo_geo
ვინ და რატომ დააშორა რომეოსა და ჯულიეტას როლების შემსრულებლები ერთმანეთს?
- +

30 დეკემბერი. 2016. 03:46


 

 

ულამაზესმა ოლივია ჰასმა და საოცრად მიმზიდველმა ლეონარდ უაითინგმა უილიამ შექსპირის ეს უკვდავი პერსონაჟები ფრანკო ძეფირელის ფილმ „რომეო და ჯულიეტაში" შეასრულეს, რომლის ეკრანებზე გამოსვლიდან გაისად 50 წელი შესრულდება. მიუხედავად იმისა, რომ შექსპირის ტრაგედიის ეკრანიზება არაერთმა რეჟისორმა სცადა, ძეფირელის ფილმი დღემდე ლეგენდად დარჩა, რაც, სხვა ფაქტორების გარდა, უდავოდ სწორად შერჩეული მსახიობების დამსახურებაა. 

 

 



როდესაც ფრანკო ძეფირელიმ პრეტენდენტების უზარმაზარი არმიიდან არჩევანი ბრიტანელ მსახიობებზე ოლივია ჰასსა და ლეონარდ უაითინგზე გააკეთა, მისთვის განმსაზღვრელი არც ნიჭიერება ყოფილა და არც პროფესიონალიზმი. უბრალოდ, რეჟისორმა ინტუიციით იგრძნო, როგორ უხდებოდნენ ისინი ერთმანეთს.



 

 

 


გადაღებების დაწყების მომენტისთვის ოლივიას 15 წელი შეუსრულდა, ლეონარდი კი 16 წლის გახლდათ.

ასაკით ისინი თითქმის შექსპირის გმირების ტოლნი იყვნენ და საოცრად ლამაზად გამოიყურებოდნენ.

მრავალი წლის შემდეგ ლეონარდმა თქვა: „ოლივია ჩემი პირველი დიდი სიყვარული იყო. ფილმის ის ნაწილი, როცა რომეო წვეულებაზე პირველად ხედავს ჯულიეტას, ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. აქ ჩანს, რამდენად ძლიერად მიყვარს..."

 

 

 

 



ფილმის გადაღებების დროს ყმაწვილ მსახიობებს შორის უზარმაზარი გრძნობა გაჩნდა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ გადამღები ჯგუფის წევრებმა და მსახიობების ნათესავებმა იცოდნენ.


რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულის ტრაგიკულმა დასასრულმა თითქოს ოლივიასა და ლეონარდის სიყვარულსაც დაღი დაასვა - ბედნიერი დასასრული არც მას ჰქონია...


ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან ერთი წელი მრავალრიცხოვან პრესკონფერენციებში, პრეზენტაციებსა და ფოტოსესიებში გაილია.


მსახიობებს ყველგან აღფრთოვანებული ხვდებოდნენ. საუკეთესო სასტუმროებში აბინავებდნენ და საზეიმო მიღებებს უწყობდნენ, თუმცა ახალგაზრდებს განმარტოებით ყოფნის დროც რჩებოდათ.


მაგრამ მათ ურთიერთობებში გამოჩნდა ოლივიას დედა. აშკარა იყო, რომ ქალს ღარიბი მუშის შვილი სასიძოდ არ მოსწონდა და როგორც შეეძლო, ხელს უშლიდა მას.

 

 

 




რომეოსა და ჯულიეტას როლის შემსრულებლებმა თავიანთი ეკრანული გმირების ბედი გაიზიარეს - მონტეგებისა და კაპულეტების მსგავსად, მათი სიყვარულიც მშობლების ნებას შეეწირა.


ოლივიას დედამ თავისი გაიტანა - ოლივია მდიდარი ამერიკელი თაყვანისმცემლის წინადადებას დასთანხმდა და ამერიკაში გაჰყვა.


განშორებამ შეყვარებულებზე მძიმედ იმოქმედა და ორივეს დეპრესია დაეწყო. ოლივია ერთი წლის განმავლობაში სახლიდან არ გამოსულა.


ლეონარდი სმას მიეძალა... მას ურჩევდნენ, სანამ პოპულარული იყო, ჰოლივუდში გამგზავრებულიყო და კარიერა გაეკეთებინა. ასე ჯულიეტასთან ახლოს იქნებოდა და  შესაძლოა, მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო, მაგრამ ყმაწვილს ინგლისიდან წასვლა არ სურდა და იმასაც ხვდებოდა, რომ თავის ჯულიეტას ღირსეული ცხოვრების პირობებს ვერ შეუქმნიდა.


ჯულიეტას" მესამე და უკანასკნელი ქმარიც მუსიკოსი დევიდ ეისლი გახდა. ერთმანეთი 1989 წელს, ლოს-ანჯელესში გაიცნეს. ეისლი მსახიობს გამოუტყდა, რომ მისთვის სიმღერა დაწერა და „რომეო და ჯულიეტას" 50-ჯერ უყურა, ამიტომ ფილმის მთელი ტექსტი ზეპირად იცის.

ეს „ჯულიეტას" მოსახიბლად საკმარისი აღმოჩნდა და წყვილი დაქორწინდა.

1993 წელს ოლივიას მესამე შვილი შეეძინა.


თავისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში ოლივია ჰასმა 50-მდე როლი შეასრულა. მსახიობი თავის ყველაზე მნიშვნელოვან როლებად ჯულიეტას, ღვთისმშობლისა და დედა ტერეზას როლებს მიიჩნევს.


რაც შეეხება ლეონარდ უაითინგს, როდესაც თავისი ჯულიეტას გათხოვების შესახებ გაიგო, მიხვდა, რომ ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა და იამაიკელ გოგონაზე დაქორწინდა.



 

 

 



წყვილს მალე გოგონა შეეძინა. ლეონარდის ცოლმა მუშაობა სამოდელო ბიზნესში დაიწყო, რადგან „რომეოს" შემოსავლებით ცხოვრება შეუძლებელი იყო. იმ დროს ინგლისის თეატრებს რთული პერიოდი ჰქონდათ. ისინი ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა და მსახიობები უმუშევრები რჩებოდნენ.


ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ 80-90-იანი წლების დასავლურ პრესაში ლეონარდ უაითინგის შესახებ არაფერი წერია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რამდენიმე სპექტაკლში ითამაშა და თავისუფალ დროს მუსიკასა და სცენარებს წერდა.


1997 წელს, 52 წლის ასაკში ლეონარდის ცოლი სიმსივნით გარდაიცვალა, თუმცა „რომეოს" მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა.


ცოლის გარდაცვალების შემდეგ ლეონარდმა თავის ძველ მეგობარ ლინ პრესნერზე იქორწინა და ამ დრომდე მასთან ერთად ცხოვრობს.


ახსოვდა თუ არა ამ წლების მანძილზე ოლივია? რა თქმა უნდა, ახსოვდა...


ჟურნალისტები, რომლებსაც ლეონარდ უაითინგისგან ინტერვიუ ერთხელ მაინც აუღიათ, აღნიშნავენ, რომ ოლივიას ხსენებაზე მსახიობის თვალებში „ცეცხლი ინთებოდა".


 

 

 



უაითინგი საკუთარი სცენარით ფილმის გადაღებასაც აპირებდა, რომელსაც „რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ" ერქმეოდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი შექსპირის გმირების ცხოვრებას მიეძღვნებოდა - როგორები გახდნენ ისინი წლების შემდეგ და როგორ უყვარდათ ერთმანეთი.


მართალია, ლეონარდის ამ იდეას განხორციელება არ ეწერა, მაგრამ მათ მაინც მოუწიათ კიდევ ერთ ფილმში ერთად თამაში, და მეტიც - 2015 წელს ბრუს ვების ფილმში „სოციალური თვითმკვლელობა", ერთად თამაშობენ ლეონარდ უაითინგი, ოლივია ჰასი და ოლივიას ქალიშვილი მესამე ქმრისგან ინდია ეისლი.


ფილმის სიუჟეტი აღწერს შექსპირის გმირების მსგავსი ახალგაზრდების ცხოვრებას დღევანდელობაში - სოციალური ქსელების ეპოქაში.


 

 

 



ერთ-ერთ ინტერვიუში უაითინგმა აღნიშნა: „ორსონ უელსი მეუბნებოდა, რომ მე ძალიან მაღალი სტარტი ავიღე და უცებ დავეშვი. მართლაც ასე მოხდა და ეს ძალიან სასტიკი ფაქტი იყო".


მართლაც, „რომეო და ჯულიეტას" გამოსვლიდან წლების შემდეგ ოლივიასა და ლეონარდს თავის მართლება უხდებოდათ იმის გამო, რომ ვეღარ შეძლეს, გაემეორებინათ ან მიახლოებოდნენ მაინც საკუთარ ტრიუმფს.

ამჟამად, ლეონარდ უაითინგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა და შექსპირის გმირებზე ლექციებს მთელ მსოფლიოში კითხულობს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი