logo_geo
ბრიტანეთში დასაქმების მაჩვენებელი იზრდება
- +

16 მაისი. 2018. 16:30

 

ბრიტანეთში დასაქმება იმაზე გაცილებით მეტი ტემპით მატულობს, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდნენ, თუმცა ამ ტემპს მხარს ვერ უბამს ხელფასების ზრდის ტემპი.

 

ამის გამო, ინგლისის ბანკი კვლავ თავს არიდებს სტერლინგზე საპროცენტო განკვეთის აწევის პროცესის დაწყებას.

 

პირველ სამ თვეში დასაქმებულთა რიცხვი 197 ათასით გაიზარდა, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. და ის მნიშვნელოვნად აღემატება ეკონომისტების მოლოდინს (130 000 ახალი დასაქმებული).

 

ასეთი სტატისტიკის მიუხედავად, სტერლინგის კურსს პრაქტიკულად არაფერი დასტყობია. ასევე მცირედით შეიცვალა ბრიტანეთის სახაზინო ობლიგაციების მომგებიანობა. არადა უმუშევრობის დონე, ბოლო ათწლეულების ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ხელფასების ზრდის ტემპი, ბრექსიტზე ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ შემცირდა.

 

სტატისტიკის ეროვნული ოფისის მონაცემებით, პირველ სამ თვეში, ხელფასების წლიური ზრდის ტემპი 2.9 პროცენტის დონეზეა. არადა, თებერვლის მონაცემები ამ საშუალო მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით დაბალი იყო.

 

ანაზღაურების ზრდა მხოლოდ 0.4 პროცენტის დონეზეა. ბონუსების ჩათვლით, ხელფასების ზრდის წლიური მაჩვენებელი 2.6 პროცენტია. არადა, თებერვალში ის 2.8 პროცენტს შეადგენდა.

 

ინგლისის ბანკმა თავის სხდომაზე, რომელიც წინა კვირაში გაიმართა, სტერლინგზე განაკვეთი უცვლელად დატოვა. ამის მიზეზად, ეკონომიკის ზრდის არასაკმარისი ტემპი დასახელდა. ბანკის მესვეურთ სურთ, რომ ეკონომიკის განვითარების მდგრადობაში დარწმუნდნენ, სანამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას დაიწყებენ.

 

სტატისტიკის ეროვნული ოფისის მონაცემებით, ბრიტანეთში მომუშავე ევრო ზონის მოქალაქეთა რიცხვი 1.2 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო რვა წელიწადში ყველაზე მკვეთრი კლებაა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი