logo_geo
დონალდ ტრამპი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კრიტიკა არ მაწუხებს
- +

18 მაისი. 2018. 15:07

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის კრიტიკა არ აწუხებს.

 

„გასულ წელს ჩვენ ევროკავშირის გამო 151 მილიარდი დოლარი დავკარგეთ.  შეუძლიათ რაც უნდათ ის დამიძახონ. მათ ადგილას რომ ვიყო, მეც გავკიცხავდი ჩემ თავს, მაგრამ ეს აღარ მოხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ  დონალდ ტუსკმა ამერიკის პრეზიდენტს ჭირვეული უწოდა.

 

„ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებების ფონზე შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ასეთ მეგობრებთან, ჩვენ მტრები არ გვჭირდება“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა, რომლის გაღიზიანებაც ამერიკის პრეზიდენტის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებამ გამოიწვია. ტუსკი თვლის, რომ სავაჭრო დავით და ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით, აშშ-მა ევროპას ილუზიებისგან თავი დააღწევინა.

 

დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი ერთიანი უნდა იყოს ახალი ფენომენის მიმართ, რაც ამერიკის ადმინისტრაციის კაპრიზებსა და თვითდაჯერებაში გამოიხატება.

 

 

big_banner
არქივი