logo_geo
დღეს პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილია
- +

19 მაისი. 2018. 14:55

 

 

19 მაისს უინძორში პრინც ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილია. ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის ეკლესიაში, დედოფალ ელისაბედ მეორეს საყვარელ რეზიდენციაში გაიმართება.

 

ქორწილზე დასასწრებად სტუმრები იკრიბებიან.

 

ჯვრისწერის ცერემონიაზე უკვე მივიდნენ ელტონ ჯონი, ოპრა უინფრი, ჯორჯ და ამალია კლუნები, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები. სტუმრებს შორისაა ცნობილი ინგლისელი ტელეწამყვანი ჯეიმს კორდენი მეუღლესთან ერთად.

 

წყვილს ჯვარს კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ჯასტინ ველბი დაწერს. ეკლესია 800-მდე ადამიანს იტევს.

 

2016 წლის ივლისში მეგანი და ჰარი ერთმანეთს ლონდონში საერთო მეგობარმა გააცნო. ეს იყო ტანსაცმლის დიზაინერი მიშა ნონუ (მეგანის გარდა ის, ჩოგბურთელ სერენა უილიამსის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია), რომელმაც წყვილს „ბრმა პაემანი“ მოუწყო. ნიშნობის გამოცხადებამდე პირველ ოფიციალურ ინტერვიუში პრინცმა ჰარიმ თქვა, რომ მათ პირველ პაემანს უმალ მოჰყვა მეორეც. რამდენიმე კვირაში ჰარიმ დაარწმუნა მეგანი, მასთან ერთად ბოტსვანაში გამგზავრებულიყო. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში ძალიან ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ვიდრე ამის შესახებ პრესა შეიტყობდა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი