logo_geo
აშშ-ის ხელისუფლებამ მარიხუანას ლეგალიზებაზე, მათ შორის, სამედიცინო მიზნით უარი განაცხადა
- +

19 მაისი. 2018. 18:07

 

აშშ-ის ხელისუფლებამ მარიხუანას ლეგალიზებაზე, მათ შორის, სამედიცინო მიზნით უარი განაცხადა.

 

შესაბამისი გადაწყვეტილება ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ მიიღო.

 

კერძოდ, მარიხუანა პირველი კატეგორიის ნარკოტიკულ ნივთიერებებში დატოვეს და დაასკვნეს, რომ მისი გამოყენება აშშ-ში მიღებულ სამედიცინო მომსახურების კრიტერიუმებს არ შეესაბამება.

 

მანამდე, ამერიკის რამდენიმე შტატში მარიხუანას სამედიცინო მიზნით გამოყენება დაუშვეს, კერძოდ ძლიერი ტკივილის ან დეპრესიის დროს. თუმცა, ფედერალური ხელისუფლება მარიხუანაზე კონტროლის შესუსტებასა და მისი მოხმარების დაკანონებაზე კვლავინდებურად უარს აცხადებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი