logo_geo
„თანახმა ვარ“ - მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დაქორწინდნენ
- +

19 მაისი. 2018. 18:40

 

 

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ჯვარი დაიწერეს.

 

უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში ცერემონიას 600 ადამიანი ესწრებოდა: სამეფო ოჯახის წევრები დედოფალ ელისაბედ მეორესთან ერთად, წყვილის მეგობრები და ცნობილი სახეები. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის ქორწილში მოსაწვევი არ მიუღია.

 

უინძორის სასახლეში 2 500-მდე რიგითი მოქალაქე იყო დაპატიჟებული. ქალაქში 100 000 ადამიანი იყო ჩასული.

 

აღსანიშნავია, რომ ქორწილის შემდეგ მეგან მარკლი სასექსის ჰერცოგინია გახდა. შესაბამისი განკარგულება დედოფალმა უკვე გამოსცა.

 

36 წლის მეგან მარკლი პროფესიით მსახიობია.

 

 

big_banner
არქივი