logo_geo
2022 წელს ოკეანეზე სახელმწიფო გაშენდება
- +

19 მაისი. 2018. 20:40

 

 

ამერიკელი ინვესტორი და ბიზნესმენი, საგადასახადო სერვისი Pay Pal-ის ერთ-ერთი დამაარსებელი პიტერ ტილი, 50 მილიონ დოლარს ჩადებს სახელმწიფოს მშენებლობაში, რომელიც მთლიანად წყალზე იქნება განლაგებული.

 

მეცნიერებთან და არქიტექტორებთან თანამშრომლობით, ასევე ფრანგული პოლინეზიის ხელისუფლების მხარდაჭერით, ბიზნესმენი აპირებს მინი-სახელმწიფოს შექმნას, რომლის მოსახლეობა 300 მსხვილ ობიექტზე იცხოვრებს.

 

უორვიკის უნივერსიტეტის მეცნიერებს, რომლებიც პროექტზე მუშაობენ, მიაჩნიათ, რომ ხელოვნურად გაშენებული სახელმწიფო აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბებას შეძლებს, რომელსაც საკუთარი ციფრული ვალუტა Vayron-ი ექნება.

 

მთლიანი ობიექტი ერთი მთლიანი კონსტრუქცია იქნება 118 კუნძულით, რომელსაც ბარიერები იცავს. უნიკალური არქიტექტურული კომპლექსი წყნარ ოკეანეში ტაიტის კუნძულების მახლობლად გაშენდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი