logo_geo
კუბის ტრანსპორტის მინისტრის ინფორმაციით, ჰავანაში ავიაკატასტროფას 113 ადამიანი ემსხვერპლა
- +

20 მაისი. 2018. 02:23

 

 

კუბის ტრანსპორტის მინისტრის ადელ ისკიერდოს განცხადებით, ჰავანაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

 

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე სულ 110 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან მხოლოდ სამი ქალი გადარჩა. ისინი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

 

კუბის ხელისუფლების მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის ევანგელისტური ეკლესიის 20 ღვთისმსახურია.

 

ავიაკატასტროფის ადგილზე უკვე ნაპოვნია ერთი „შავი ყუთი“. გრძელდება მეორე ბორტჩამწერის ძებნა.

 

ავიაკატასტროფა კუბის დედაქალაქში 18 მაისს მოხდა. სამგზავრო Boeing 737-200 ჰავანას საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

 

გამოძიება ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი