logo_geo
ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
- +

20 მაისი. 2018. 13:14

 

ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა ერთ-ერთი სახლის აივანზე მდგარ მოქალაქეს ფეხზე შეესხა. ის ჰოსპიტალიზებულია.

 

შეგახსენებთ, ჰავაიზე ვულკან კილაუეას ამოფრქვევა რამდენიმე დღეა გრძელდება. ლავა 9 კილომეტრის სიმაღლეზე იფრქვევა. გავრცელებული ცნობით, ის უკვე მიუახლოვდა ჰავაის ცენტრალურ ავტომაგისტრალს. განადგურებულია კიდევ 4 საცხოვრებელი სახლი. მეცნიერების თქმით, ლავის გარდა ატმოსფეროში ტოქსიკური ნივთიერებებიც იფრქვევა, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

 

ჰავაის ხელისუფლებამ ვულკან კილაუეას ამოფრქვევის გამო 10 ათას მოქალაქეს ევაკუაციის ურჩია. თუმცა, მოქალაქეთა ნაწილმა ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ 30-ზე მეტი სახლი გაანადგურა. დონალდ ტრამპმა ჰავაის ეს ნაწილი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი