logo_geo
სალონიკის მერს თავს დაესხნენ
- +

20 მაისი. 2018. 17:00

 

სალონიკის მერს 75 წლის იანის ბუატარისს ნაციონალისტები თავს დაესხნენ. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზებულია და აღენიშნება ტრავმები თავის არეში, რომელიც ფეხით და სხვადასხვა მყარი საგნებით აქვს მიყენებული.

 

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ანტინაციონალისტური განცხადებებით ცნობილი სალონიკის მერი პირველი მსოფლიო ომის დროს თურქების მიერ მოკლული ბერძნების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა.

 

თვითმხილველთა თქმით, 75 წლის მერს ათზე მეტი კაცი სცემდა. ზოგიერთი მას თავში ფეხს ურტყამდა, ასევე ისროდნენ შუშის ბოთლებსაც. თავდამსხმელების შეჩერება დაცვის წევრებმა შეძლეს.

 

მერზე თავდასხმა ბერძენმა პოლიტიკოსებმა მკაცრად დაგმეს. მკაცრი განცხადება გააკეთა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმაც, მისი თქმით, დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი