logo_geo
მეცნიერებმა მეხსიერება წარმატებით გადანერგეს
- +

20 მაისი. 2018. 19:08

 

თაგვებსა და ზღვის ლოკოკინებში მეხსიერების გადანერგვის ექსპერიმენტი წარმატებით ჩატარდა. ამ კვლევაზე კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალის ბიოლოგები მუშაობდნენ. მათ წარმატებით შეძლეს ზღვის ლოკოკინების ერთი ჯგუფიდან, მეორეში მეხსიერების გადანერგვა.

 

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ლოკოკინების ერთ ჯგუფს მცირე დოზით ელექტროშოკზე თავდაცვის რეაქცია ასწავლეს. მეორე ჯგუფს ასეთი ცოდნა არ ჰქონდა, რადგან ისინი არ გაუწვრთნიათ. კვლევის შემდეგ ეტაპზე გაუწვრთნელ ლოკოკინებს „ნასწავლი“ ლოკოკინების გენეტიკური ინფორმაცია რნმ-ის (რიბონუკლეინჟავა) საშუალებით გადაუნერგეს.

 

ტრანსპლანტაციის ოპერაცია წარმატებით შესრულდა. კვლევის ავტორების თქმით, გაუწვრთელმა ლოკოკინებმა ისე დაიწყეს თავდაცვა, როგორც ეს გაწვრთნილ ლოკოკინებს ასწავლეს.

 

თავდაცვითი რეაქცია იმაში გამოიხატება, რომ სტრესის დროს, ლოკოკინები ლამაზ, იისფერ მელანს გამოყოფენ.

 

კვლევის ავტორების თქმით, ლოკოკინები, ადამიანის მსგავსად გადასცემენ ნერვულ იმპულსებს. მათი თქმით, უჯრედოვან და მოლეკულურ დონეზე მიმდინარე პროცესები ადამიანსა და ლოკოკინაში (ლათინური დასახელებაა Aplysia Californica) ერთმანეთს ძალიან ჰგავს, იმის მიუხედავად, რომ ლოკოკინაში დაახლოებით 20 ათასი ნეირონია, ადამიანში კი ფიქრობენ, რომ ნეირონების რაოდენობა საშუალოდ 100 მილიარდია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი