logo_geo
ახალი კომპიუტერული ვირუსი „VPNFilter“ მსოფლიოს 54 ქვეყანაში გავრცელდა
- +

23 მაისი. 2018. 22:22

 

 

ახალმა კომპიუტერულმა ვირუსმა 54 ქვეყანაში 500 ათასი კომპიუტერული მოწყობილობა დააინფიცირა. ამის შესახებ ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია „Cisco Systems“ იუწყება.

 

დამაზიანებელი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც პირობითად „VPNFilter“ უწოდეს, ქსელურ აპარატურას ანადგურებს, კონკრეტულად კი როუტერებსა და დისკებს. პროგრამის მეშვეობით ბოროტმოქმედებს შეუძლიათ არა მხოლოდ მოიპარონ მონაცემები საიტებიდან, არამედ მწყობრიდან გამოიყვანონ ციფრული მოწყობილობები.

 

კომპანიის ექსპერტების განცხადებით, ვირუსი 54 ქვეყანაშია გავრცელებული, განსაკუთრებულად აქტიურად კი - უკრაინაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი