logo_geo
იერუსალიმს შესაძლოა, „ევროვიზია-2019“-ის ჩატარების უფლება ჩამოართვან
- +

24 მაისი. 2018. 15:10

 

სიმღერის საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა კონკურსის მოყვარულებს მოუწოდეს, იერუსალიმში ბილეთების შეძენა არ იჩქარონ.

 

„ევროვიზია-2019“-ის გამართვა სწორედ იერუსალიმში იგეგმება, რადგან წელს პორტუგალიაში ისრაელელმა კონკურსანტმა ნეტა ბარზილაიმ გაიმარჯვა.

 

ამის შესახებ „ევროვიზიის“ წარმომადგენლებმა კონკურსის „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერეს.

 

„ალბათ მოუთმენლად ელოდებით კონკურსის მომავალ წელს. ჩვენც! თუმცა ჯერჯერობით ბილეთების შეძენა არ იჩქაროთ, დაელოდეთ ოფიციალურ ინფორმაციას, თუ სად და როდის გაიმართება კონკურსი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

მედიის ინფორმაციით, უკავშირდება თუ არა გაფრთხილება იერუსალიმის სტატუსს, ან ამერიკის მიერ თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს გადატანასთან დაკავშირებულ მოვლენებს, ჯერჯერობით უცნობია.

 

თუმც,ა „ევროვიზია-2018“ -ის დასრულებისთანავე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო კონკურსის გამართვა იერუსალიმში აუცილებელი პირობა არ არის.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი