logo_geo
შექმნეს შშმ პირების ეტლი, რომელიც ტვინის სიგნალების საშუალებით გადაადგილდება
- +

25 მაისი. 2018. 00:13

 

 

რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში ინჟინერმა შშმ პირების ისეთი ეტლი შექმნა, რომელიც ადამიანს ფიზიკური ძალის გარეშე, მისი გონებით ეტლით გადაადგილების საშუალებას აძლევს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

უცნობია როდის გამოჩნდება ბაზარზე კონკრეტულად ეს მოწყობილობა, თუმცა ცნობილია, რომ ეტლის ღირებულება 7,500-9,000 დოლარის ფარგლებში იქნება.

 

ივან ნევზოროვი ნოვოსიბირსკის ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. გამომგონებელი ამბობს, რომ ტვინი სიგნალს ეტლს სპეციალური მოწყობილობის საშუალებით უგზავნის. სწორედ მისი მეშვეობით, ფიზიკური ძალის გარეშე გადაადგილდება ეტლი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი