logo_geo
გრინვიჩის უნივერსიტეტი 160 000 დოლარით დააჯარიმეს
- +

27 მაისი. 2018. 02:57

 

გრინვიჩის უნივერსიტეტი 160 000 დოლარით დააჯარიმეს. მიზეზი ონლაინ სივრცეში 20 000-მდე სტუდენტის პერსონალური ინფორმაციის კანონდარღვევით განთავსება გახდა.

 

ბრიტანული უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სტუდენტების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. გასაჯაროებულ დეტალებს შორისაა სტუდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

 

სტუდენტების პერსონალურ ინფორმაციას უნივერსიტეტმა 2004 წელს, ერთ-ერთი კონფერენციისთვის მოუყარა თავი, თუმცა როგორ ჩანს, საგანმანათლებლო დაწესებულებამ მათი სათანადო დაცულობა ვერ უზრუნველყო.

 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ახალი ერთიანი რეგლამენტი, პირადი მონაცემების დაცვის შესახებ, 2018 წლის 25 მაისიდან ამოქმედდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი